Quantcast
Channel: In My Humble Opinion »ჩეშირის კატა
Viewing all articles
Browse latest Browse all 2

შემოდგომა მშვიდობისა!

$
0
0

ფორუმზე გახსნეს თემა ამ სათაურით და ძალიან მომეწონა :)

შემოდგომა მშვიდობისა! :)

სექტემბერი დაიწყო და მიხარია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს შემოდგომა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში კარგი რაღაცეები ყოველთვის შემოდგომაზე ხდება (იმედი მაქვს, არც ეს შემოდგომა იქნება გამონაკლისი). ამინდიც “ჩემია”, ყვითელი ფოთლებიც ძალიან მიყვარს.

შემოდგომის დადგომასთან დაკავშირებით, დიდი ხანია ვფიქრობდი ბლოგის სახის გამოცვლას (ალბათ აქამდეც შეამჩნევდით, რომ დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ “Template”-ზე). მორიგი ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, ძლივს ავარჩიე ის, რაც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს.

შეამჩნევდით, რომ ჰედერში დაემატა პატარა “მისალმება” მათთვის, ვინც პირველად შემოვიდა ბლოგზე. გარდა ამისა დაემატა გვერდი “ჩემს შესახებ” და გეგმაში მაქვს გადმოვაქართულო გვერდი, სადაც წერია ინფორმაცია ჩეშირის კატაზე (წარმოიდგინეთ და საკმაოდ ბევრმა არ იცის, ვინ არის ეს პერსონაჟი).

კიდევ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამ დღეებში, ახალ პოსტებს დავდებ(მაქვს რამდენიმე იდეა).

მოკლედ, არ მოეშვათ, ძალიან მალე დავბრუნდები :)


Viewing all articles
Browse latest Browse all 2

Latest Images

Trending Articles





Latest Images